„არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე ისაუბრა.
უნაი ემერის აზრით, ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდს „სამეფო კლუბში“ დიდი მომავალი აქვს.
„როცა საფრანგეთში ვიყავი, მიხაროდა, რომ ის ჩვენთან თამაშობდა, – ციტირებს ემერის სიტყვებს Goal. – როცა ინგლისში გადავედი, მინდოდა, რომ ინგლისში ყოფილიყო და თუ ესპანეთში მოვხვდები, რა თქმა უნდა, სურვილი მექნება, რომ იქაურ ჩემპიონატში ვიხილო. მბაპეს შეუძლია, რომ „რეალში“ ახალი ეპოქა დაიწყოს“.