ემბიდის აზრით, 2019 წლის პლეი ოფი განსხვავებული სცენარით განვითარდება
„ფილადელფიამ“ წინა წლის პლეი ოფის ნახევარფინალური სერია „ბოსტონთან“ დათმო. უნდა აღინიშნოს, რომ „ფილას“ ამ ფორმაციის წამყვანი მოთამაშე, ჯოელ ემბიდი, „სელტიკსთან“ სერიაში მორჩენილი ტრავმით ასპარეზობდა და თავის თავს ნამდვილად არ ჰგავდა.
კამერუნელი ცენტრის განცხადებით, წელს პლეი ოფში განსხვავებული სურათი იქნება. ემბიდის თქმით ის იდეალურ სპორტულ ფორმაშია.
„მოუთმენლად ველოდები პლეი ოფს. არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩვენი მეტოქე“, – ამბობს ემბიდი.
„ფილადელფია“ სავარაუდოდ პლეი ოფის პირველ ეტაპზე ზაზა ფაჩულიას „დეტროიტს“ დაუპირისპირდება.
მიმდინარე რეგულარულში „ფილამ“ „პისტონსი“ სამჯერ დაამარცხა, ერთი შეხვედრა კი დათმო.
„ერთი წლის წინ მე სახეზე ნიღაბით ვთამაშობდი და ამის გამო საკმაოდ დიდ დისკომფორტს განვიცდიდი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავ სპორტულ ფორმაში ვარ და თანაც ნიღაბის გარეშე, ასე რომ წელს განსხვავებული ამბავი დატრიალდება”.