საფრანგეთის ნაკრებისა და „არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდა ვარსკვლავი გააკრიტიკა.
„მბაპეს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ პრობლემებსაც ვამჩნევ, თუმცა ეს მისი სტატუსის მქონე ფეხბურთელებს ხშირად ემართებათ. ის კარგად უნდა დაფიქრდეს და აზრზე მოვიდეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას იმის კეთება უნდა, რასაც ნეიმარი აკეთებს, მაგრამ ეს არ გამოსდის. მცველებმაც უკვე აუღეს ალღო მის მთავარ კოზირს – სისწრაფეს. აქამდე მბაპეს პლიუსი მისი სპონტანურობა იყო და არა ინიციატივის აღება”, – განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა.