ემა რადუკანუმ თანამშრომლობა შეწყვიტა მწვრთნელთან, რომელმაც აშშ-ის ღია მოაგებინა #1TVSPORT
ემა რადუკანუმ თანამშრომლობა შეწყვიტა მწვრთნელთან, რომელმაც აშშ-ის ღია მოაგებინა #1TVSPORT

აშშ-ის ღია პირველობის ტრიუმფატორმა ემა რადუკანუმ გამოაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას თავის მწვრთნელთან ენდრიუ რიჩარდსთან, რომელიც ნიუ იორკის კორტებზე გამარჯვებაში დაეხმარა.

როგორც აღმოჩნდა, ეს სპეციალისტი 18 წლის ბრიტანელ ჩოგბურთელს აშშ-ის ღიასთვის მოსამზადებლად ეხმარებოდა და ის სპეციალურად ამისთვის დაიქირავეს. მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ შედიოდა რადუკანუს გეგმებში.

„კარიერის ამ ეტაპზე მე მჭირდება ისეთი მწვრთნელი, რომელსაც WTA-ის ტურნირებზე უმაღლეს დონეზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია“, – განაცხადა რადუკანუმ.

შეგახსენებთ, რომ რადუკანუმ აშშ-ის ღიას ფინალში კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:4, 6:3 დაამარცხა.