ემა რადუკანუ კორონავირუსით დაავადდა #1TVSPORT
ემა რადუკანუ კორონავირუსით დაავადდა #1TVSPORT

ქალებს შორის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა, 19 წლის ბრიტანელმა ემა რადუკანუმ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – ეს ინფორმაცია აბუ დაბის საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სწორედ ამ ტურნირზე უნდა დაეწყო 2022 წლის სეზონი რადუკანუს.

„ძალიან მინდიდა აბუ დაბიში ფანების წინაშე თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ, მომავალ წლამდე მოცდა მომიწევს. წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადავალ და იმედია, მალე დავბრუნდები“, – წერია ჩოგბურთელის განცხადებაში.

აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირი 16-18 დეკემბერს გაიმართება. იქ რადუკანუს ოლიმპიური ჩემპიონის, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ბრიტანელის ადგილს.