ჩრდილოეთ ამერიკულმა საფეხბურთო ლიგამ (MLS) 15 მაისამდე გააგრძელა ვარჯიშებზე აკრძალვა.
როგორც ლიგის ოფიციალური ვებგვერდი წერს, აკრძალვის დროს, მოთამაშეები უნდა რჩებოდნენ იქ, სადაც მათი კლუბია, მაგრამ „ემ ელ ეს“ განიხილავს ფეხბურთელებისგან ინდივიდუალურ თხოვნებს, თუ მათ ავტომობილით სადმე გადაადგილება სჭირდებათ. ყველა საწვრთნელი ბაზა დახურული რჩება ფეხბურთელებისთვისაც და კლუბების პერსონალისთვისაც. გამონაკლისი კეთდება იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო მკურნალობა ან რეაბილიტაცია საკლუბო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ლიგამ 12 მარტს შეაჩერა ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო. თამაშები მინიმუმ 8 ივნისამდე არ განახლდება.