ლევან ელოშვილის გოლი ავსტრიის მე-2 ლიგაში ტურის საუკეთესოდ აღიარეს – ინფორმაციას გამოცემა „ლაოლა“ ავრცელებს.
ავსტრიის მე-2 ლიგის მე-7 ტურში ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელი გუნდი „გრაცერი“ ლევანის ყოფილ კლუბს, „კაპფენბერგს“ ესტუმრა და 1:5 დაამარცხა. ლევან ელოშვილმა მე-14 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ელოშვილმა შორეული გადაცემა მიიღო, მცველს გაასწრო, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა.
7 ტურის საუკეთესო გოლების ნომინაციაში მესამე ადგილზე გავიდა მესტერ ცაბას (ავსტრია ვენა II) გოლი, მეორეზე ალბინ გაშის (ჰორნი) ასევე შესანიშნავი გასროლა, ხოლო უმრავლესობამ ხმა ელოშვილის გოლს მისცა.
საუკეთესო გოლის ნომინაციაში იმარჯვებს მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტი ხმას მიიღებს ინტერნეტ-გამოცემა „ლაოლას“ სოციალურ ქსელებში – ინსტაგრამსა და ფეისბუქზე. თითოეულ მომხმარებელს აქვს მხოლოდ ერთი ხმა.