ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანს მხოლოდ 97 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძე ინარჩუნებს. ოდიკაძემ პოლონელ ბარანს 9-5, ბულგარელ ჩტერევს 7-1 და თურქ იაშარლის 2-0 მოუგო და ნახევარფინალში ბელარუსი ხუშტინის მეტოქე იქნება.

ნახევარფინალური წყვილები:

57 კგ
გიორგი ვანგელოვი (ბულგარეთი) – სულეიმან ატილი (თურქეთი)
მუსლიმ სადულაევი -(რუსეთი) – ანდრე დუკოვი (რუმინეთი)

65 კგ
ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) – მაქსიმ საკულტარი (რუმინეთი)
ვასილი შუპტარი (უკრაინა) – კილიჩ სალაიანი (თურქეთი)

70 კგ
მუსტაფა კაია (თურქეთი) – მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)
ნიკოლაე კოიოკარუ (დიდი ბრიტანეთი) – აგაჰუსეინ მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)

79 კგ
აჰმედ გაზიმაგომედოვი (რუსეთი) – ოლექსეი დომანიცკი (უკრაინა)
ანდრე კარპაჩი (ბელარუსი) – ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაჯანი)

97 კგ
ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) – ალექსანდრ ჰუშტინი (ბელარუსი)
აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი) – მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონი)

ბულგარელი ვანგელოვის (57 კგ), პოლონელი გაჯიევის (70 კგ) და აზერბაიჯანელი ჰასანოვის (79 კგ) ფინალში გასვლის შემთხვევაში ქართველი ფალავნები ოთარ გუგავა, ზურაბ იაკობიშვილი და ნიკა კენჭაძე დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებენ ბრინჯაოსთვის ბრძოლას.