ელიზაბეთ რუდი – 20 ივნისის მოვლენების საფუძვლიანად და დაბალანსებულად გამოძიებაა საჭირო

21:52, 03.07.2019

20 ივნისის მოვლენების საფუძვლიანად და დაბალანსებულად გამოძიებაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

„ვიტყვი იმას, რაც უკვე განვაცხადეთ. 20 ივნისის მოვლენების საფუძვლიანად და დაბალანსებულად გამოძიებაა საჭირო.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანად შეკრების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების უფლებას“, – განაცხადა ელზაბეთ რუდმა.

მსგავსი