„ელიგის“ ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერის ფასი 150,000 ევროთი შემცირდა
„ელიგის“ ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერის ფასი 150,000 ევროთი შემცირდა

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერის, „სამტრედიას“ მცველის, სამეულ ინკუმის სატრანსფერო ფასი შემცირდა – ეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მსოფლიოს სატრანსფერო „სეილის“ ლოგიკური შედეგია.

სამუელ ინკუმი „სამტრედიაში“ თებერვალში ჩაირიცხა და მაშინ მისი ტრანსფერის პირობითი ღირებულება გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით 800,000 ათასი ევრო იყო, ახლა კი განელი მცველის გრაფაში 650,00 ევრო წერია.

ელიგის“ ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერების ხუთეული:

1. სამუელ ინკუმი – „სამტრედია“ – 650,00

2. ხოსე პერალესი – „დინამო თბ.“ 550,000

3. ფლამარიონ ჯოვინო – „დინამო“ ბთ. – 550,000

4. გოდფრი ობოაბონა – „დინამო“ ბთ. – 525,000

5. პერნამბუკო – „დინამო თბ.“ – 450, 000

სამუელ ინკუმი განას ეროვნული ნაკრების წევრი იყო და მისი ფორმით 44 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს გახდა აფრიკის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა.