ელიგის წლის მოთამაშე ახალი პრინციპით გამოვლინდება - ჩემპიონატის დაჯილდოება ცალკე ჩატარდება #1TVSPORT
ელიგის წლის მოთამაშე ახალი პრინციპით გამოვლინდება - ჩემპიონატის დაჯილდოება ცალკე ჩატარდება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა ახალი პრინციპით მოხდება, – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონიდან საუკეთესო მოთამაშეს ეროვნული ლიგის გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები გამოავლენენ. გულშემატკივრები თავიანთი რჩეული ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემას სპეციალურ ვებგვერდზე, cbeliga.ge-ზე შეძლებენ.

საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნული ლიგის დაჯილდოებაზე დასახელდება – ესეც სიახლეა. აქამდე ელიგის საუკეთესო ფეხბურთელს ტრადიციად ქცეულ წლის შემაჯამებელ გალასაღამოზე (GFF Awards) აჯილდოებდნენ.

2023 წლიდან ეროვნული ლიგის დაჯილდოება GFF Awards-გან გამოიყოფა და ცალკე ღონისძიებად იქნება წარმოდგენილი. ლიგის წლის ფეხბურთელს სპეციალური პრიზი გადაეცემა.