ელიგის საუკეთესო მეკარე „დინამოში“ დაბრუნდა
ელიგის საუკეთესო მეკარე „დინამოში“ დაბრუნდა

ხოსე პერალესი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა – ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

„დინამოელებს თურქულ შეკრებაზე ესპანელი გოლკიპერი ხოსე პერალესი შეუერთდა. დასრულებული სეზონის ჩემპიონი გუნდთან ერთად ივარჯიშებს, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს“ – წერია „დინამოს“ ვებ-გვერდზე.

ხოსე პერალესმა „დინამო თბილისი“ დეკემბერში დატოვა. 26 წლის ესპანელი მეკარე, რომელიც ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი იყო, მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, სეზონის ბოლოს კი ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

ესპანელი თბილისურ კლუბთან ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდა. იყო ლაპარაკი მის ბათუმის „დინაოში“ გადასვლაზე, მაგრამ საბოლოოდ, ეს ვარიანტი გამოირიცხა და ხოსე პერალესმა ისევ თბილისურ კლუბში თამაში ამჯობინა.