ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა სეზონის განახლების გრაფიკი გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, სეზონი 25 ივნისს მესამე ტურიდან განახლდება. პირველად ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და სუპერთასის მფლობელი „საბურთალო“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ტურის თამაშები ოთხ დღეზე გადანაწილდა.
ტური 3
ხუთშაბათი, 25 ივნისი
საბურთალო – დინამო თბ
18:00. მიხეილ მესხი – თბილისი
დინამო ბთ – თელავი
21:00. ანგისა – ბათუმი
პარასკევი, 26 ივნისი
ლოკომოტივი – მერანი თბ
21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
შაბათი, 27 ივნისი
დილა – სამტრედია
21:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი
კვირა, 28 ივნისი
ტორპედო – ჩიხურა
21:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს ტესტირება ორჯერ ჩაუტარდებათ – 1-7 ივნისს და მატჩების განახლებამდე, 22-24 ივნისს.
ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.