ელიგის და ბათუმის „დინამოს“ რეკორდები - კვარაცხელიას დაბრუნებამ ჩემპიონატის ფასი მკვეთრად გაზარდა #1TVSPORT 
ელიგის და ბათუმის „დინამოს“ რეკორდები - კვარაცხელიას დაბრუნებამ ჩემპიონატის ფასი მკვეთრად გაზარდა #1TVSPORT 

ბათუმის „დინამოში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლამ ეროვნულ ლიგაში რადიკალურად გაზარდა არა მხოლოდ მისი გუნდის, არამედ, საქართველოს ჩემპიონატის ჯამური ფასიც და კიდევ ბევრი რამ.

გერმანული პორტალ „ტრანსფერმარკტის“ მიერ 16 მილიონად შეფასებული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ჩამოსვლით ეროვნული ლიგის ჯამურმა ფასმა ისტორიულ მაჩვენებელს მაიღწია – იყო 38 მილიონი, ახლა კი 54 მილიონ ევროზე მეტია.

ეროვნული ლიგის მოთამაშე პირველად არის 16 მილიონ ევროდ შეფასებული. დიდი ხნის შემდეგ ლიგაში ორი მოთამაშეა, რომელთა სატრანსფერო შეფასებაც მილიონ ევროს აჭარბებს – კვარაცხელია (16 მლნ) გარდა, მილიონად კლუბსა და ნაკრებში მისი თანაგუნდელი ირაკლი აზაროვია (ერთი მლნ) შეფასებული.

ქართული გუნდის მოთამაშეთა ჯამური ფასი არასოდეს ყოფილა 10 მილიონზე მეტი. ბათუმის „დინამოს“ ამჟამინდელი მაჩვენებელი 24,23 მილიონი ევროა, რაც აბსოლუტური რეკორდია და ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ ასეთი მაჩვენებელით ქართული კლუბები კიდევ დიდი ხანი ვერ გაგვახარებენ.

ისიც აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ფასი უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენი 9 გუნდის.

ელიგის გუნდების ჯამური ფასი

დინამო ბათუმი 24,23 მილიონი ევრო

დინამო თბილისი 6,03

გორის დილა 4,73

საბურთალო 4,26

ტორპედო 3,85

სამგურალი 3,10

თელავი 2,30

ლოკომოტივი 2,25

გაგრა 2.23

სიონი ბოლნისი 2.10

ელიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები

1 ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის დინამო 16.00

2 ირაკლი აზაროვი დინამო ბათუმი 1.00

3 ფლამარიონი, დინამო ბათუმი 0,550

სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის „დინამოში“ დღეს, 2 აპრილს შედგება – ეროვნული ლიგის მე-6 ტურში „აჭარაბეთ არენაზე“ ბათუმის „დინამო“ „თელავს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 20:30-ზე დაიწყება.