ელიგაში ყველაზე მეტად ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები დაფასდნენ #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ეროვნული ლიგის გუნდებიდან ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები ბათუმის „დინამოში“ თამაშობენ.
გერმანულ სამენეჯერო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ჩემპიონი გუნდის მოთამაშეთა საშუალო სატრანსფერო ფასი ყველაზე მაღალია – 404 ათასი ევრო.
ეროვნული ლიგის მოთამაშეთა საშუალო სატრანსფერო ფასი 182 ათასი ევროა. მოთამაშეთა საშუალო სატრანსფერო ფასი ყველაზე დაბალი თბილისის „ლოკომოტივშია“ 93 ათასი ევრო.
დინამო ბათუმი 0,404
დინამო თბილისი 0,303
დილა გორი 0,191
ტორპედო ქუთაისი 0,158
საბურთალო 0.191
სამგურალი წყალტუბო 0.139
თელავი 0,117
გაგრა 0,117
სიონი ბოლნისი 0.100
ლოკომოტივი თბილისი 0,93