ელიგაში ტური იმერული დერბით დასრულდა - სანაკრებო პაუზა დაიწყო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის ბოლო შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 0:0.
მეტოქეეთა მცდელობების მიუხედავად, ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ გამართული იმერული დერბის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
85-ე წუთზე მაურო კაბალიერომ ქუთაისელი გულშემატკივრები გაახარა, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. ეს იყო ერთადერთი მატჩი ტურში, რომელშიც გოლი არ გასულა.
წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში გამართული ხუთი ტურის შემდეგ შვიდი ქულით მეოთხე ადგილზეა. ქუთაისის „ტორპედო“ კი ცხრა ქულით მესამე პოზიციაზეა.
ამ ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში პაუზა იქნება, რაც სანაკრებო მატჩებით არის გამოწვეული, ჩემპიონატი კი პირველ აპრილს მეექვსე ტურის თამაშებით განახლდება.