ელენე რაქვიაშვილი და ირაკლი უჩანეიშვილი სიმღერით „ფიფქები“ - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

ელენე რაქვიაშვილი და ირაკლი უჩანეიშვილი ასრულებენ სიმღერას „ფიფქები“. კომპოზიტორია იაკობ ბობოხიძე. ვიდეომასალა მომზადებულია 1970-იან წლებში.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი