„ელჩემ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„ელჩემ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„ელჩე“ ადასტურებს, რომ მთავარი მწვრთნელი, ხორხე ალმირონი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, – იუწყება ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„კლუბი მადლობას უხდის ალმირონს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს“, – წერია განცხადებაში.

49 წლის არგენტინელი სპეციალისტი „ელჩეს“ სათავეში 2020 წლის აგვისტოდან ჩაუდგა.

ხორხე ალმირონის ხელმძღვანელობით, „ელჩემ“ 24 მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მხოლოდ ხუთჯერ მოახერხა.

მიმდინარე სეზონში „ელჩე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზეა და ლა ლიგადან გავარდნის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.