"ელ მაგომ" კარიერა დაასრულა | "მსოფლიო რაგბის" გამოხმაურება (ვიდეო)
"ელ მაგომ" კარიერა დაასრულა | "მსოფლიო რაგბის" გამოხმაურება (ვიდეო)

არგენტინული რაგბის სუპერ ვარსკვლავმა – ხუან მარტინ ერნანდესმა, იგივე “ელ მაგომ” (ჯადოქარი) სპორტული კარიერა დაასრულა.

მან არგენტინის ნაკრებში 74 კეპი მოიხვეჭა და 176 ქულა დააგროვა. 2007 წლის მსოფლიო თასზე ჯადოქარმა არგენტინის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მე-3 ადგილისათვის მატჩში არგენტინელებმა მასპინძელი საფრანგეთი დაამარცხეს.

2003 წელს “ელ მაგო” საფრანგეთის ტოპ 14-ის “სტად ფრანსეში” ჩაირიცხა, სადაც 2009 წლამდე თამაშობდა. 2009 წელს ერნანდესი სამხრეთ აფრიკულ “შარქსში” ირჯებოდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მან ორი კლუბი გამოიცვალა (“რასინგ მეტრო”, “ტულონი”), ხოლო კარიერის ბოლო წლები (2016-2018) კი კვლავ “ზე რაგბიში”, ამჯერად უკვე არგენტინულ კლუბ “ხაგუარესში” გაატარა.

Farewell to 'El Mago'

Juan Martin Hernandez has called time on a scintillating career as one of Unión Argentina de Rugby's very brightest stars.Farewell 'El Mago' 👏

Posted by World Rugby on 2018 წლის 10 აპრილი, სამშაბათი

 

არგენტინელის გადაწყვეტილებას მსოფლიო რაგბის ლეგენდები – ბრაიან ჰაბანა, ჯონი ვილკინსონი და დენ კარტერი გამოეხმაურნენ.

“გილოცავ შესანიშნავ კარიერას, ჩემთვის დიდი პატივი იყო ამდენი წლის მანძილზე შენს წინააღგმდეგ თამაში” – დაწერა დენიელ კარტერმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.