ავტორიტეტულმა პორტალმა „ეკიპმა“ გამოაქვეყნა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები. მათ უნდა შეედგინათ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის სიმბოლური შემადგენლობა.
რჩეულთა შორის ერთი მოქმედი ფეხბურთელი მოხვდა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე. 21 წლის ფეხბურთელს ნაკრებში 34 მატჩი და 13 გოლი აქვს. მბაპე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონია.
თავის პოზიციაზე მბაპემ ხმების 50 პროცენტი აიღო და გაუსწრო 1958 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელს რაიმონ კოპას (40 პროცენტი), დომინიკ როშტოსა (6) და სილვენ ვილტორს (4).
ყველა დროის საუკეთესო საფრანგეთის ნაკრებს ასეთი სახე აქვს:
ფაბიენ ბარტეზი (73%) – ლილიან ტურამი (77%), ლორან ბლანი (32%), მარსელ დესაი (29%), ბიქსენტ ლიზარაზუ (86%) – დიდიე დეშამი (52%), პატრიკ ვიეირა (54%) – კილიან მბაპე (50%), მიშელ პლატინი (89%), ზინედინ ზიდანი (94%) – ტიერი ანრი (74%).
მწვრთნელი – დიდიე დეშამი (49%).