ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა” 2019 წლის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია წარმოადგინა. 11 ფეხბურთელიდან ხუთი „ლივერპულიდანაა”, ამასთან, სიმბოლურში არ არის „წითლების“ ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ სალაჰი.
მეკარე – ალისონი (ლივერპული);
მცველები – ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), მატეის დე ლიგტი (აიაქსი/იუვენტუსი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული);
ნახევარმცველები – ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), ლიონელ მესი (ბარსელონა);
ფორვარდები – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).