„ეკიპი“ - უეფა 17 მარტს ევრო 2020-ის ერთი წლით გადატანას გამოაცხადებს
უეფა-მ გამოაცხადა, რომ 17 მარტს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილავს კორონავირუსთან შექმნილ სიტუაციას ევროპის 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
ავტორიტეტული ფრანგული გაზეთი L’Equipe ირწმუნება, რომ ამ შეხვედრაზე გამოაცხადებენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშების შეწყვეტის შესახებ, ასევე 2021 წლისთვის გადაიტანენ ევრო 2020-ს.
ევროპის ჩემპიონატის გადატანა საშუალებას მისცემს უეფა-ს, დაასრულოს 2019-20 წლების ევროტურნირები.
ევრო 2020-ის გადასატანად, უეფა-ს მოუწევს შეთანხმება ფიფასთან, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გეგმავს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას.