მადრიდის „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ კილიან მბაპეს შეძენისთვის ზრუნვას იწყებს.
ავტორიტეტული ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ ინფორმაციით, მადრიდული კლუბი 2021 წლის ზაფხულში 100 მილიონ ევროს გადაიხდის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მბაპე არ გაახანგრძლივებს მოქმედ ხელშეკრულებას პარიზულ კლუბთან.
საქმე ისაა, რომ თუ 21 წლის ფორვარდი უახლოეს პერიოდში პსჟ-სთან კონტრაქტს გააგრძელებს, მისი საბაზრო ღირებულება 39 მილიონი ევროთი გაიზრდება და „რეალს“ მბაპეს შესაძენად მინიმუმ 139 მილიონის გადახდა მოუწევს.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ მომავალ ზაფხულს მბაპესთვის ბრძოლას „რეალი“ და „ლივერპული“ აპირებენ. თავად ფეხბურთელს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.