„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი არ აპირებს პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც ამ წლის ზაფხულში იწურება, – წერს გაზეთი „ეკიპი“.
მსოფლიო ჩემპიონატამდე და მისი დასრულების შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ 35 წლის არგენტინელი დარჩება „პარი სენ-ჟერმენში“, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
მესისთვის ყველაზე სავარაუდო სცენარად ასახელებენ გადასვლას „ინტერ მაიამიში“ ან დაბრუნებას „ბარსელონაში“.
მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ სეზონში მან 27 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.