ეკატერინე გორგოძე ბუენოს-აირესის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე ბუენოს-აირესის ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (რეიტინგის 161-ე ნომერი) არგენტინაში მიმდინარე ბუენოს-აირესის ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს. WTA-ის 125-ქულიან ტურნირზე ქართველი ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალურ მატჩს გათამაშების პირველ ნომრად განთესილი, ეგვიპტელი მაიარ შერიფის (64) წინააღმდეგ გამართავს.

გორგოძემ ტურნირის საწყის შეხვედრაში არგენტინელი ვიოლა ბოსიო (6:2, 6:3), ხოლო შემდეგ ჩინელი იუ (1:6, 6:3, 6:1) დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენი ასევე კარგად გამოდის ბუენოს-აირესში წყვილთა გათამაშებაშიც, სადაც რუმინელ ირინა ბარასთან ერთად მეოთხედფინალშია და ნახევარფინალში გასასვლელად გერმანულ დუეტს (გერლახი-სეგუელიდაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წინა კვირაში ტრანსილვანიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში მან და რუმინელმა ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე-კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხეს.