ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ტრანსილვანიის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში მან და რუმინელმა ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე/კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6 6:1 11:9 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ცოტა ხნით ადრე მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში საფრანგეთში დასრულებული პუატიეს ტურნირის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სამანტა მიურეისთან ერთად ფინალში ფრანგული წყვილი ელბი/ჟანჟანი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებულები გახდა.

ბოლქვაძემ პუატიეს ტურნირზე ერთეულთა თანრიგშიც ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეოთხედფინალში ფრანგ პაკესთან დამარცხდა.