ეკატერინე გორგოძე ბუდაპეშტის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე ბუდაპეშტის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე ეკატერინე გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანელ ლაზარო გარსიას დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში დაამარცხა (3:6 6:3 6:2) და ძირითად ბადეში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მატჩი ესპანელი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო და პირველი სეტი მის სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ გორგოძემ შემდეგ ორი სეტის მოგება მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამ შეხვედრამდე უნგრელი ანა ბონდარი დაამარცხა (7:6, 4:6, 6:3).

ძირითად ბადეში ეკატერინეს პირველი მეტოქე ყაზახი იულია პუტინცევა იქნება.