ეკა ბესელია - საეჭვო გარემოებაა, რა მიზანს ემსახურებოდა აქციის პარალელურად იმ ადამიანების ჩამოსვლა, რომელთა საქმიანობა სამხედრო შენაერთებს უკავშირდება
მე გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, რატომ დაემთხვა ან რა მიზანს ემსახურებოდა აქციის პარალელურად იმ ადამიანების ჩამოსვლა ქვეყანაში, რომელთა საქმიანობა უკავშირდება სამხედრო შენაერთებს და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებულ პირებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას ექნება, თუმცა ხელისუფლება არეულობის უფლებას არავის მისცემს.
„ბუნებრივია, საეჭვო გარემოებაა, თუ რა კავშირი აქვს ამ ადამიანების ჩამოსვლას აქ დაგეგმილ აქციასთან და იმ პროვოკაციებთან, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და შეიძლება ისევ აპირებს. ეს კითხვები არის და მას პასუხები სჭირდება. კონსტიტუციის ფარგლებში აზრის, პროტესტის გამოხატვა იქნება ხელშეუხებელი, გარანტირებული კონსტიტუციური უფლება, მაგრამ კანონის ფარგლებში არავის მივცემთ უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. წარსულის ძალამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა წარსულში დაბრუნება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, დღეს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავს.