ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს იხილება რეგულაციები, რომელიც მარიხუანას გამოყენების აკრძალვას ეხება
ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს იხილება რეგულაციები, რომელიც მარიხუანას გამოყენების აკრძალვას ეხება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანო კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების განხილვას დღეს არ აპირებს. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კანონპროექტის რამე სახით განხილვის დაწყება დღის წესრიგში არ დგას.

„მხოლოდ იმ რეგულაციებს ვიხილავთ, რომელიც მარიხუანას გამოყენების აკრძალვას ეხება. ეს ის ცვლილებებია, რომლის სწრაფად მიღებაცაა საჭირო, რადგან დარჩენილია ღია სამართლებრივი სივრცე, რომლის რეგულირება კანონმდებლობით არ ხდება. ამ საკითხის გადადება საზიანოა – სამართალდამცველებმა უნდა იმოქმედონ და მათ ამისთვის შესაბამისი ნორმა სჭირდებათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.