ცვლილებები ლატარიებისა და აზარტული თამაშების შესახებ კანონში
უახლოეს პერიოდში საქართველოში აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირების ჩატარება რეგულირებადი გახდება და კანონის ჩარჩოებში მოექცევა. საერთაშორისო ტურნირის ჩატარების შემთხვევაში, აუცილებელია მონაწილეთა 70% მხოლოდ უცხოელი იყოს. შესაბამის ცვლილებებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ის ცვლილების პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. საკითხის მომხსენებლის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებების მიზანი ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და არატურისტულ სეზონზე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაა. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირას საბოლოოდ დაამტკიცებს.