ეგვიპტე განაცხადს შეიტანს 2036 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე #1TVSPORT
ეგვიპტე აპირებს განაცხადი შეიტანოს 2036 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე, – იტყობინება სააგენტო „როიტერი“. შესაბამისად, ეგვიპტე შეიძლება გახდეს პირველი არაბული და აფრიკული ქვეყანა, რომელიც ოლიმპიადას მიიღებს.
უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ეგვიპტეში სპორტული ინფრასტრუქტურა მზად არის ოლიმპიადის ჩასატარებლად.
2024 წელს ზაფხულის ოლიმპიადა პარიზში (საფრანგეთი) გაიმართება, 2028 წელს – ლოს ანჯელესში (აშშ), 2032 წელს – ბრისბენში (ავსტრალია).
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე ასევე განაცხადი შეიძლება შეიტანონ – გერმანიამ, მექსიკამ, თურქეთმა, რუსეთმა, ინდოეთმა და ყატარმა.