ეგოიანის ლამაზი გოლი ნიდერლანდებში - „ვიტესი“ „გრააფსხაფთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ირაკლი ეგოიანმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველ დივიზიონში, მაგრამ „ვიტესი“ „გრააპსხაპთან“ გასვლით მატჩში მარცხისგან ვერ იხსნა – 1:3.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ვიტესში“ ზაფხულში „ტვენტეს“ ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა და არნემის კლუბში ბოლო ორ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა.
20 წლის ნახევარმცველი „ვიტესის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და წაგების მიუხედავად, მაღალი შეფასება მიიღო – 7.7 ქულა.
58-ე წუთზე არნემელების კაპიტანმა, ალექსანდრე ბუტნერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ასეთ დროს ირაკლის გოლი „ვიტესისთვის“ ბევრს ნიშნავდა – 63-ე წუთზე ეგოიანმა საჯარიმო მოედნის გარედან „მაკრატელათი“ მშვენივრად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში შევარდა – როგორც „ვიტესის“ ოფიციალური გვერდი წერს, ეგოიანმა „მსოფლიო დონის გოლი“ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.