eFOOTBALL-მა კვარაცხელიას სახე დაამატა #1TVSPORT
eFOOTBALL-მა კვარაცხელიას სახე დაამატა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში მის საერთაშორისო იმიჯზე ყველანაირად აისახა – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის სახე ამიერიდან პოპულარულ კომპიუტერულ თამაშში, eFootball-ში დაამატეს.

Pes-ში სახე ბევრ ფეხბურთელს არ აქვს. რუსეთის კლუბები გრანდებში არ არიან და საერთაშორისო კომპიუტერულ თამაშებში დიდი ცნობადობით არ სარგებლობენ. ბოლოსწინა ვერსია 2021 წლის ბოლოს გამოვიდა და რადგან 2022 წლამდე რუსეთში, ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიასაც სახე აქამდე ამის გამო არ ჰქონდა.

თამაში გამოდის ყოველი წლის ბოლოს ორი განსხვავებული სახელით: იაპონიასა და აზიაში (გარდა ინდონეზიისა) — World Soccer: Winning Eleven, ხოლო ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ინდონეზიაში — Pro Evolution Soccer. იაპონური არის ლოკალიზებული ვერსია (მხოლოდ იაპონიის ლიგები). 2022 წლის ვერსიას, Pro Evolution Soccer-ის ნაცვლად, eFootball დაერქვა.