ედინსონ კავანი „ვალენსიას“ ტოვებს და კარიერას „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ედინსონ კავანი „ვალენსიას“ ტოვებს და კარიერას „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელებს #1TVSPORT

იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ურუგვაელი ედინსონ კავანი „ვალენსიას“ ტოვებს და კარიერას არგენტინულ „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელებს.

36 წლის ფეხბურთელს „ვალენსიის“ უკანასკნელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ის და მისი აგენტი არგენტინელებთან აქტიურად საუბრობდნენ კონტრაქტის დეტალების შესახებ. როგორც ცნობილია, კავანი „ბოკა ხუნიორსში“ თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

ედინსონ კავანის „ვალენსიასთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა მხარეები კონტრაქტის პირობების შეჩერებაზე შეთანხმდნენ და ურუგვაელიც „ბოკა ხუნიორსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

კავანი ესპანურ გუნდში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა. მან „ღამურების“ შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ედინსონს „დანუბიოში“, „პალერმოში“, „ნაპოლიში“, პსჟ-სა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს ნათამაშები.

ურუგვაის ნაკრების რიგებში თავდამსხმელს 136-ჯერ უთამაშია და 58 გატანილი გოლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია. პირველ ადგილზე 68 გოლით ლუის სუარესი იმყოფება.