ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ედინსონ კავანიმ იმედი გამოთქვა, რომ მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მიღებული ტრავმა სერიოზული არ არის და ფეხბურთელს ხელი არ შეეშლება მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშში. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა დაზიანება მეორე ტაიმში მიიღო და შეცვლა დასჭირდა.
„რაც შეეხება ტრავმას, ტკივილი ვიგრძენი ბარძაყის ზედა მხარეს. იმედია, სერიოზული არაფერია“, – აცხადებს კავანი.
ურუგვაი 6 ივლისს, მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს ნიჟნი ნოვგოროდში შეხვდება.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!