„რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო ახლოს არის მილანის „ინტერში“ გადასვლასთან. როგორც „სკაი სპორტს იტალია“ ამტკიცებს, 33 წლის ბოსნიელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი მომავალ კლუბთან.
ჯეკოს სატრანსფერო თანხა 23 მილიონ ევროს შეადგენს. მისი ხელშეკრულება „რომასთან“ 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
ამ სეზონში ჯეკომ 39 მატჩი ჩაატარა „რომაში“, 14 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.