ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯონსი პოსტზე 2021 წლის აგვისტომდე დარჩება.
ავსტრალიელმა ინგლისი 2015 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ რაც მსოფლიო თასზე იაპონიასთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ არიკა დაამარცხა.
მისი ხელმძღვანელობით ინგლისმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ექვსი ერი.
“ინგლისის მწვრთნელობა საოცნებო სამსახურია და ბედნიერი ვიყავი, როდესაც კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზეს,” თქვა მან.
“ახლა კონცენტრაცია იმ გუნდის განვითარებისკენ არის მიმართული, რომელსაც აქვს პოტენციალი იყოს პირველი 2019 წლის მსოფლიო თასზე. ინგლისურ რაგბს კარგი დრო უდგას, მე განვაგრძობ მუშაობას, რომ ინგლისი მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ვაქციო.”
ახალ ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომ კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გადაიხედება. რა თქმა უნდა, მხარეები მხედველობაში მიიღებენ იმ შედეგს, რომელიც ინგლისს უდიდეს სარაგბო ფორუმზე ექნება.
ჯოუნსი ინგლისის ნაკრების შემადგენლობას ექვსი ერის ტურნირის პირველი მატჩისათვის 18 იანვარს დაასახელებს.