ედენ აზარს ოპერაცია და ევრო 2020-ის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
ედენ აზარს ოპერაცია და ევრო 2020-ის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს ედენ აზარს ისევ პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, აქილევსის მყესის არეში მუდმივი ტკივილი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს კუნთის ხშირი ტრავმების გამო. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთელის წარმომადგენლები ოპერაციას ითხოვენ.

თუ ეს მოხდება, ედენ აზარი ნამდვილად გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს. ასევე დიდია იმის რისკი, რომ ბელგიელი ევრო 2020-ის მიღმა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ აზარმა 13 მარტს პირველად ითამაშა ტრავმის შემდეგ, მაგრამ ისევ მიიღო დაზიანება. ამ სეზონში 30 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე ცხრა მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.