ედენ აზარმა „ნიუკასლის“ წინადადება უარყო და ინგლისურ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა, – იუწყება Sport.es.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელები 31 წლის ბელგიელის ტრანსფერში 40 მლიონ ევროს იხდიდნენ, გათვალისწინებული იყო 10 მლიონი ბონუსების სახით.
აღნიშნავენ, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა მზად იყო გარიგებისთვის, მაგრამ ფეხბურთელის დათანხმება ვერ მოხერხდა.
მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირზე) აზარმა 16 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.