ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ბელგიაში წლის სპორტსმენად დაასახელეს. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი აირჩიეს, – იტყობინება HNL.
ხმის მიცემისას, 27 წლის ნახევარმცველმა მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონს, მარათონელ კოენ ნერტს და ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, მოციგურავე ბარტ სვინგსს გაუსწრო.
2014 წელს, ბელგიის საუკეთესო სპორტსმენი „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა გახდა, ერთი წლის შემდეგ კი „მანჩესტერ სიტის“ შემტევი კევინ დე ბრუინი.