ავთო ებრალიძე ტრავმირებულია. 30 წლის ქართველი თავდამსხმელი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერთან, ლარნაკას აეკ-თან ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში დაშავდა – „ანორთოსისის“ ფეხბურთელმა მოედანი 51-ე წუთზე იძულებით დატოვა.
უცნაური და ფატალური დამთხვევაა – ავთო ებრალიძე მიმდინარე სეზონში მეორედ დაშავდა და ორივეჯერ ლარნაკას აეკ-თან მატჩში.
„მე-18 ტურში ავთო ებრალიძემ მოედანი ნაადრევად დატოვა – „ანორთოსისის“ ფეხბურთელი ტრავმირებულია. ფამაგუსტელთა მწვრთნელს, ვესკო მიხაილოვიჩს ქართველის ტრავმამ კიდევ ერთი პრობლემა შემატა. ავთო ებრალიძე აეკ-თან მატჩის 51-ე წუთზე დაშავდა და იძულებით შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა და მისი ადგილი დიმიტრი ქრისტოფმა დაიკავა.
უცნაური დამთხვევაა. ავთო ებრალიძე კვლავ აეკ-თან თამაშში დაშავდა. პირველი ტურის შეხვედრისას, პირველ ოქტომბერს ლარნაკელებთან დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი ისე დაზიანდა, რომ დიდი ხნით მოუხდა მკურნალობა და მოედანს მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაუბრუნდა“, – წერს „კერკიდა“.