კვიპროსის ჩემპიონატის მონაწილე გუნდში კიდევ ერთი ქართველი ჩაირიცხა – ამიერიდან, „დოქსას“ ღირსებას ავთანდილ ებრალიძე დაიცავს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბი „დოქსა“ აცხადებს, რომ თავდამსხმელთან, ავთანდილ ებრალიძესთან თანამშრომლობა დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი 29 წლის არის და ამპლუით თავდამსხმელია. მივესალმებით ავთოს ჩვენი გუნდის ოჯახში და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „დოქსას“ პრესსამსახურის ცნობაში.
ავთანდილ ებრალიძემ კარიერა პორტუგალიაში დაიწყო – თამაშობდა „ესპერანსა ლაგოსში“, „ევორაში“, „ოლივეირენსეში“, „ჟილ-ვისენტეში“, „ვიზეუში“, „შავეშში“, „ნასიონალში“, რუმინულ „ვოლუნტარში“, ბოლოს კი ისევ პორტუგალიურ „ლეიშოინში“ გამოდიოდა.
29 წლის თავდამსხმელს გარკვეული პერიოდი საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმითაც სამი მატჩი აქვს ჩატარებული. ებრალიძემ „დოქსაში“ 44-ნომრიანი მაისურა აირჩია.