„ეარ ფრანსი“​ პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენებს აახლებს
„ეარ ფრანსი“​ პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენებს აახლებს

პირველი აპრილიდან საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ (AIR FRANCE) პარიზი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

ზაფხულის სეზონზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ სიხშირით, „ეარბას A 320-21“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება (ჩამოფრენა ოთხშაბათს და შაბათს, გაფრენა – ხუთშაბათს და კვირას).

„ეარ ფრანსი​“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა, დღეისათვის კი ფრენებს 170 მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. „ეარ ფრანსი“ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.