„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ უკმაყოფილება გამოთქვა თავისი თანაგუნდელის ნეიმარის მოქმედებებით საფრანგეთის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში „მონპელიეს“ (2:0) წინააღმდეგ.
გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც მოედანი 88-ე წუთზე დატოვა, პარიზელთა ნახევარმცველთან იდრის გეიესთან დაიჩივლა ნეიმარის თამაშის გამო.
„მე პასს არ მაძლევს“, – თქვა ბრაზილიელმა მას შემდეგ, რაც ნეიმარმა საგოლე გადაცემა მისცა იულიან დრაქსლერს.
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ნეიმარსა და მბაპეს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც „პარი სენ-ჟერმენში“ ლიონელ მესი მივიდა.