E ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული - ტურნირმა უფეხბურთობა შედარებით იოლად გადაგვატანინა
E ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული - ტურნირმა უფეხბურთობა შედარებით იოლად გადაგვატანინა

„რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მოგენა, განსაკუთრებით, როცა ტურნირი პირველად ტარდება – ამისთვის დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კიბერ სპორტის ფედერაციას“ – ამბობს საართველოს პირველ არხთან E ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული, „სამტრედიას“ თავდამსხმელი ზურაბ ღირდალაძე.

კიბერფეხბურთის სადებიუტო სეზონის ფინალში „სამტრედიას“ თავდამსხმელი ქუთაისის „ტორპედოს“ ფორვარდ გიორგი ფანცულაიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

„გიორგი ფანცულაია ძლიერი მოთამაშე გამოდგა. ასევე გამოვარჩევდი ალთუნაშვილსა და რუხაძეს. სამივესთან მომიწია თამაშმა და საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრები გამოვიდა. ამ ტურნირმა უფეხბურთობა შედარებით იოლად გადაგვატანინა. ასეთ რთულ ვითარებაში ეს ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავდა“, – აცხადებს ღირდალაძე.

ახალგაზრდა თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ მალე ნამდვილ ფეხბურთსაც დაუბრუნდება: „ორი თვეა, არ გვითამაშია, რაც საკმაოდ დიდი დროა. ფეხბურთის გარეშე ძალიან რთულია. იმედია, კორონავირუსს მალე დავამარცხებთ და ჩვენ საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდებით“.