E ლიგა - „დილამ“ ლიდერი დაამარცხა და თავად გალიდერდა
E ლიგა - „დილამ“ ლიდერი დაამარცხა და თავად გალიდერდა

კიბერსპორტისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საქართველოს ვირტუალურ ჩემპიონატში, E ლიგის გათამაშებაში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ა ჯგუფს „ტორპედო“ და „საბურთალო“ ლიდერობენ, ხოლო ბ ჯგუფში – გორის „დილა“.

ა ჯგუფი

გიორგი კახელიშვილი (მერანი) – გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) 1:3

გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ) – სანდრო ალთუნაშვილი ( საბურთალო) 0:2

ა ჯგუფი

ტორპედო 2 მატჩი, 6 ქულა

საბურთალო 3 მატჩი, 6 ქულა

დინამო თბ 3 მატჩი, 3 ქულა

ლოკომოტივი 2 მატჩი, 3 ქულა

მერანი 2 მატჩი, 0 ქულა

ბ ჯგუფი

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ) – ლუკა კიკაბიძე (ჩიხურა) 1:2

გიორგი ჩოჩიშვილი (დილა) – ირაკლი რუხაძე (თელავი) 3:1

მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გიორგი ჩოჩიშვილმა (დილა) ლიდერი,ირაკლი რუხაძე (თელავი) 3:1 დაამარცხა და თავად გალიდერდა.

ბ ჯგუფი

დილა 3 მატჩი, 7 ქულა

თელავი 3 მატჩი, 6 ქულა

დინამო ბთ 2 მატჩი, 3 ქულა

ჩიხურა 2 მატჩი, 3 ქულა

სამტრედია 2 მატჩი, 1 ქულა

მეოთხე ტურის შეხვედრები 28 აპრილს დაიწყება. ამის შემდეგ ტურნირი ოლიმპიური პრინციპით გაგრძელდება.