ძოუდო | დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს სარდალაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT
ძოუდო | დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს სარდალაშვილი იჭიდავებს #1TVSPORT

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 19 წლის გიორგი სარდალაშვილი დაიცავს. ახალგაზრდა ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტია.

სარდალაშვილი B ბადეშია განთესილი და იგი მეორე ეტაპიდან იჭიდავებს, სადაც ზამბიელ სიმონ ზულის შეხვდება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე ავსტრიელ მარკუს აუერსა და გვატემალელ ხოსე რამოს შორის გამარჯვებული იქნება.

B ჯგუფის ფინალში გასვლის შემთხვევაში გიორგი, სავარაუდოდ, ესპანელ ფრანცისკო გარიგოს შეხვდება.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.