ძმები არველაძეები ბაქოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
ძმები არველაძეები ბაქოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

„უეფას“ (UEFA) ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ, ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ პატარაძის მიწვევით, ღონისძიებას ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლები, რეზი და აჩი არველაძეები, ასევე აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია დაესწრნენ.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკანონმდებლო ხელისუფლების, აჭარის მთავრობის, ბიზნეს-სექტორის, საგანმანათლებლო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.