ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, თბილისის გრან-პრი იწყება და სატურნირო ბადე უკვე ცნობილია. ტურნირის პირველ დღეს, ასპარეზობები მამაკაცების ორ (-60, -66) და ქალების სამ (-48, -52, -57) წონით კატეგორიაში გაიმართება.
ქართველ მამაკაცებს შორის პირველ დღეს ასპარეზობენ ამირან პაპინაშვილი, ლაშა ჩადუნელი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ნიკო ჭიკაიძე და ზვიად ხუბულური, ქალებს შორის კი მარი მახარაშვილი, ლია როგავა, ნატალია ყიფშიძე, მარიამ ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.
გარდა ამისა, ბოლო ინფორმაციით, ტრავების გამო საქართველოს ნაკრებს გამოაკლდნენ ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი. ორივე მათგანს 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა.
ხვალ, 30 მარტს, წინასწარი შეხვედრები დაიწყება დილის 11:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი – 16:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.
თბილისის გრან-პრის სამივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.