ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები ყველა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები ყველა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზში დღეს გამარჯვებულები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა. 90კგ. წონით კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ტატამზე დაბრუნებულ ავთანდილ ჭრიკიშვილს სძლია. 100 და მძიმე წონით კატეგორიებში კი ჩემპიონატის ოქროს მედლები ლაშა ტაველურმა და ლევან მატიაშვილმა მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგებით ის გუნდი დაკომპლექტდება, რომლის წევრები 2018 წელს საერთაშორისო სარბიელზე იჭიდავებენ.

81კგ
1. თამაზ კირაკოზაშვილი
2. ნუგზარ ტატალაშვილი
3. კობა მჭედლიშვილი
3. ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ
1. ბექა ღვინიაშვილი
2. ავთანდილ ჭრიკიშვილი
3. თორნიკე ჯუღელი
3. გიორგი პაპუნაშვილი

-100კგ
1. ლაშა ტაველური
2. იასონ ნემსაძე
3. ონისე სანებლიძე
3. დავით ოზბეთელაშვილი

+100კგ
1. ლევან მატიაშვილი
2. ონისე ბუღაძე
3. გიორგი ქავთარაძე
3. გიორგი ზაქარიაძე.